Logo

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს მოუსმინეს

პოლიტიკა
78
Frontnews image description

დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა, სადაც ისაუბრა სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც მომავალში სამინისტროს პრაქტიკულ საქმიანობაში იქნება გათვალისწინებული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს სამინისტროს სისტემის მიერ დევნილთა განსახლების 40-მდე ობიექტზე 203 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. დაგეგმილია დამატებით კიდევ 42 ობიექტზე 1 500 000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. გარდა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერისა, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ 3 200 პირს.

„ინტერპელაციის ფორმატით უმაღლეს საბჭოში შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს უწყების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობისთვის.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ არაერთ პროექტს. ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა, მხარდაჭერა, მათი პირობების გაუმჯობესება და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებებით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

Advertisement