აქტივისტ ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო, რასაც მოქალაქეებს და მანდატური თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შედეგად ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
თორნიკე ზაზაძე 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.
თაგები:
სასამართლო