
ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე, რომელიც შსს-თან გამარტული აქციიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ჯერჯერობით კლინიკაში რჩება. ამ დროისათვის მას გამოკვლევა უტარდება.
შუშანა მაცაბერიძეს აქციაზე, სადაც პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობას აპროტესტებდნენ, პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას მუცლის არეში მუშტი ორჯერ ჩაარტყეს.
“დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, მისი კლინიკაში გადაყვანა გამოკვლევის მიზნით გახდა საჭირო.
“კონკრეტულმა პოლიციელმა რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ აქტივისტი გადაეფარა შუშანას და მესამე დარტყმის საშუალება არ მისცა. თავიდან შუშანამ არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ტკივილი უგრძელდება, ამიტომ გადაგვყავს რომ გადავიღოთ, რამე დაზიანება არ იყოს. ცემისა და ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე კიდევ რომ ძალადობრივად იქცევა პოლიციელი, მეტყველევბბს იმაზე, რომ არ გავჩერდეთ და გავაპროტესტოთ“, – განაცხდა ელენე ხოშტარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს