აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი დასრულდა, ნაწილის, 20 მოქალაქის კი გადაიდო. პროცესების გადადების მიზეზად მხარეების მიერ მტკიცებულებების წარსადგენად საჭირო დრო სახელდება, რომელთა საქმის განხილვაც 28 მაისს გაგრძელდება.
ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, რაც 500-ლარიან ჯარიმას, ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც დღეს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს.
“სასამართლომ ჩემი აზრით გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება, კადრებში რაც ჩვენ წარვადგინეთ კარგად ჩანს, რომ საკმარისი რაოდენობა ხალხი ვართ, რომ მსვლელობა დაგვეწყო. სასამართლოზეც დავაფიქსირე მე, რომ გზის გადაკეტვა არასწორი ტერმინია, რადგან ჩვენ გზის გადაკეტვა არ გვქონია მიზნად, ჩვენ მიზნად გვქონდა, რომ მსვლელობა დაგვეწყო და ჩვენ გვედავებიან, რომ გზა გადავკეტეთ ხელოვნურად, თუნდაც ასე ყოფილიყო, იქ იმყოფებოდა ბევრი ხალხი”, – განაცხადა საბა სხვიტარიძემ.
თაგები:
სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს