“არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს”


ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი არ არსებობს და ამას არც დოკუმენტი ითვალისწინებს.
"შეთანხმებაში განსაზღვრული არ არის რომელიმე თანამდებობის პირის ვალდებულება, რომ თანამდებობიდან გადადგეს. ეს სწორი არც იქნებოდა, მით უმეტეს ზოგადი შეფასებების ფონზე, თუნდაც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არაფრით დასაბუთებული არ არის, რომ ვინმემ და ამ შემთხვევაში თამარ ჟვანიამ რაიმე დაარღვია. მას როგორი ექნება განწყობა და სურვილები, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს