“არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად ძალისმიერი მეთოდი არ გამოიყენოს.
„მინდა, ნიკას სრული სოლიდარობა დავუდასტურო ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ახლა ვართ თანამოაზრეები და ვდგავართ სიმართლის მხარეს. დღეს ნიკა მელია არის ადამიანის უსამართლოდ დაჩაგვრის მცდელობის სიმბოლო, მაგრამ ხედავთ, რომ ის არ არის დაჩაგრული, ვერ დაჩაგრავენ ვერც მას, ვერც თითოეულ ჩვენგანს და მონებად ვერ გვაქცევენ. დღეს საქართველოში არ შეიძლება, ადამიანი იყოს ნეიტრალური, ან უნდა იყო სიმართლის მხარეს, ან უნდა იყო მონა. ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან სრულიად ოპოზიციის და სიმართლის მხარეს.
ჩვენ ვიხილეთ მონური პარლამენტი, გვყავს პრეზიდენტი მონა, გვყავს სასამართლო მონური ერთგულებით და მორჩილებით, პროკურატურა მონური ერთგულებით და მორჩილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მონობას არ შეეგუება. მოსახლეობის უმეტესობა იტყვის, რომ საქართველო არის სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ეზო, სადაც მოქმედებს ივანიშვილის სამართალი და არა დემოკრატიული სახელმწიფოს სამართალი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება და ევროპული სახელმწიფო თუ სურს, მონობას არ უნდა შეეგუოს. ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთად დგომით სწორედ მონობას ებრძვის.
„ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, გაერთიანებული საქართველო, ჩვენ თუ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ და გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ მონობას არ უნდა შევეგუოთ. მონობის შეგუების პირველი საფეხური არის უსამართლობაზე თვალის დახუჭვა. ჩვენ, დღეს ვინც აქ ვართ, უსამართლობაზე თვალი არ დავუჭერთ და მზად ვართ, ასე მშვიდობიანად, ასე ერთად დგომით, სამართალი და ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი დავიცვათ.
არ გაბედოს ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება, რადგან ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან ძალადობრივად აყვანის მცდელობა ჰქონოდათ რომელიმე ქვეყანაში. ჩვენ მშვიდობიანად ვართ აქ, განწყობილი ვართ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, რათა უსამართლობა არ დავუშვათ და ნებისმიერი უკანონობა ხელისუფლების მხრიდან ამ ხელისუფლების დასასრულს მათთვის კატასტროფულად სწრაფად, კოსმოსური სისწრაფით და ბგერის სისწრაფით დააჩქარებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს