არ გამოგრჩეთ "საქართველოს ბანკის" სტუდენტური დასაქმების პროგრამა "ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკის" სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge
„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.
2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:
კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
საბანკო სამართალი;
ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
მონაცემთა მეცნიერება;
iOS დეველოპმენტი;
მარკეტინგი;
ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.
ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




