Logo

“არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში “ქართული ოცნება”, უმრავლესობა საერთოდ დაიშალოს პარლამენტში”

საზოგადოება
261
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა მმართველ გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, უახლოესს მომავალში "ქართული ოცნება", როგორც უმრავლესობა, პარლამენტში დაიშალოს.

"გუნდი არის კრიზისში. ამაზე მიუთითებს თალაკვაძის ამგვარი ჩამოქვეითება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდეს პარტიის თავმჯდომარეობის ამბიცია და შესაბამისად, მისი ამ ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ბიძინა ივანიშვილს უწევდეს, ირაკლი კობახიძეს დაატოვებინოს ეს თანამდებობდა და მან გააძლიერა კობახიძის ფლანგი პარლამენტში იმით, რომ  გაწიეს თალაკვაძე და დანიშნეს კუჭავა, რომელსაც ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ასევე ირაკლი კობახიძესთან. გუნდი კლანური დაპირისპირებებით კიდევ უფრო სუსტდება და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება", უმრავლესობა საერთოდ დაიშალოს პარლამენტში", – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ორი დღის წინ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. მას კახა კუჭავა შეცვლის.

თაგები:

Advertisement