Logo

“არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება მოხდება”

საზოგადოება
1136
Frontnews image description

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი" გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ შეთახმების მიღწევის დიდი იმედი არ აქვს, რადგან მთავარ საკითხებზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. 

"სრულად უიმედო განწყობა რომ მქონდეს, თავისთავად ცხადია, მოლაპარაკებებზე არ მოვიდოდით. მაგრამ რომ გითხრათ, დიდი ოპტიმიზმით ვართ ამ შეხვედრების მიმართ, არა, იმიტომ რომ რთულად მიმდინარეობს შეხვედრები, რთულია საკითხებზე შეთანხმება, განსაკუთრებით იმ უმთავრესს საკითხზე, რომელიც ვადამდელ არჩევნებს გულისხმობს. ამიტომ, ვნახოთ, დაველოდით მოვლენებს. არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება მოხდება"-განაცხადა თევდორაძემ.

თაგები:

Advertisement