Logo

“არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, 14 წელია, ამ მონასტერში ვცხოვრობ, ეს ჩემი სახლია, ისინი არიან შემოჭრილი”

საზოგადოება
1063
Frontnews image description

დედა სოსანა ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლას არ აპირებს. ის ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და აცხადებს, რომ მეუფეს მონაზონისთვის ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა არ ეკადრება.

"ჩემს მიმართ ძალიან ცუდი და შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა, რომელიც მღვდელმთავარს არ ეკადრება, მონაზონს ასე რომ მიმართოს. ერთი ადგილი დააყენე ქალოო მითხრა. მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, ვაპირებ ვიცხოვრო იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა, სადაც მე აღვიკვეცე, მორჩილობა გავატარეს, 14 წელია, უკვე ამ მონასტერში ვცხოვრობ, ეს ჩემი სახლია, ისინი არიან შემოჭრილი, უკანონოდ დადგინებული. მე ვთხოვ, ძალიან  სწრაფად გამოარკვიონ სიმართლე, სინოდის წევრებს მივმართავ და მთელს საპატრიარქოს, მიიღონ შესაბამისი, სწორი ზომები", – აცხადებს დედა სოსანა. 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა.

თაგები:

Advertisement