Logo

"არა რუსულ არჩევნებს" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

საზოგადოება
1008
Frontnews image description

თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება, რომელიც თსუ-ის ეზოდან დაიწყო.

მსვლელობაში 8 პარტიის ლიდერები და წევრები, ასევე, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მსვლელობის მთავარი გზავნილია უარი 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს.

მათივე თქმით, საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება.

მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება, სადაც 234 დღეა, ყოველდღე საპროტესტო აქციები იმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები