Logo

არახამია – რეზნიკოვი რჩება, თავდაცვაში საკადრო ცვლილებები ამ კვირაში არ იქნება

უკრაინა
1359
Frontnews image description

ამ კვირაში თავდაცვის სექტორში საკადრო ცვლილებები არ იქნება. შესაბამისად, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

 

“ველოდებით უკრაინის შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნას. ამ კვირის განმავლობაში თავდაცვის სფეროში საკადრო ცვლილებები არ მოხდება”, – განაცხადა არახამიამ.

 

სახალხო დეპუტატმა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრმა მარიანა ბეზუგლაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უმაღლესმა რადამ გადადო რეზნიკოვის გადადგომა, რადგან აფასებს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების რისკებს.

 

”ჩვენ ვაფასებთ რისკებს სისტემის მთლიანობაში რამშტეინამდე და შესაძლო შეტევის გათვალისწინებით,” – წერს ის.

Advertisement