Logo

“არავითარი მოლოდინი არ არსებობს, რომ შემდეგ კვირაში რაიმე სახის მოლაპარაკების რაუნდი გაიმართოს ან შეთანხმება მოხდეს”

საზოგადოება
1120
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინი, შემდეგ კვირაში რაიმე სახის მოლაპარაკებების რაუნდის გამართვისა, არ არსებობს.

"არავითარი მოლოდინი არ არსებობს, რომ შემდეგ კვირაში რაიმე სახის მოლაპარაკების რაუნდი გაიმართოს, ან რაიმე სახის შეთანხმება მოხდეს. ჩვენი მიდგომა არის ნათელი. ჩვენი მიდგომაა, რომ ქვეყანაში ეს მძიმე ვითარება უნდა გამოსწორდეს, ადამიანებს მიეცეთ ქვეყანაში ნორმალურად და კარგად ცხოვრების საშუალება. ამისთვის არის ერთადერთი გზა: ეს არის პოლიტიკური დევნის დასრულება, რომ დამშვიდდეს ვითარება. მეორე, მნიშვნელოვანი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ჩატარება და შემდეგ სწრაფად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", – განაცხადა მინაშვილმა.

თაგები:

Advertisement