Logo

არჩილ ჩოფიკაშვილი - მინიმალური სამართლიანობის პირობებში უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა

სამართალი
313
Frontnews image description

მინიმალური სამართლიანობის პირობებში უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი უმკაცრეს პირობებში ატარებს პატიმრობას.

"ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე აქვთ, ეს არის უცნობი და უსაბუთო ძაღლების მიერ წვიმიან ამინდში აღებული სუნის კვალის ნიმუშების დამთხვევა 10 თვის შემდეგ ვითომდა ელისაშვილის ოდოროლოგიურ კვალთან. ამ მტკიცებულების გარდა სხვა მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, საქმე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რა შემთხვევაშიც ის შეიძლება მოსამართლეს გადაეცეს.

მინიმალური სამართლიანობის პირობებში უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა.

როგორც პოლიტიკოსი, მოშორებულია გარე სამყაროს, არის უმკაცრეს რეჟიმში, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ მის დაცვას", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები