არჩილ გორდულაძე - ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან

ავტორი
Front News საქართველო
ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?! - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე "რუსთავი 2"-ის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინა აქვს ნაქირავები.
მისი თქმით, ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია.
"გერმანიის ელჩს რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრება აქვს ნაქირავები - ეს არახალია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ერთი წლის წინაც ჰქონდა ინფორმაცია.
ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და, რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?!
ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია.
ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან - საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც“, - განაცხადა გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




