არჩილ გორდულაძე - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.
"რეალურად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე.
მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა, და, როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა. ეს მიზანი და იდეა აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




