Logo

არჩილ გორდულაძე - ზურაბიშვილისა და ბურჭულაძის პლატფორმები ახალი ფანჩატურებია

პოლიტიკა
12 საათის წინ / 14:40
147
Frontnews image description

ზურაბიშვილისა და ბურჭულაძის პლატფორმები ახალი ფანჩატურებია. მათი იდეოლოგია ეფუძნება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამონგრევას, რათა ხელისუფლებაში მოსასვლელად ხელ-ფეხი გაეხსნათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"რეალურად, სალომე ზურაბიშვილისა და პაატა ბურჭულაძის პლატფორმები ახალი ფანჩატურებია. ფანჩატურები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანით და სხვადასხვა სახელით იქმნება. ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ იდეა ერთი და იგივეა. მათი იდეოლოგია დაფუძნებულია, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოანგრიონ და შელახონ ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, გააჩერონ ეკონომიკა და ამით ხელ-ფეხი გაეხსნათ ხელისუფლებაში მოსასვლელად. მათი ნებისმიერი გაერთიანება პლატფორმის სახით მხოლოდ ახალი ფანჩატური იქნება“, – განაცხადა გორდულაძემ.

Advertisement