
ავტორი
Front News საქართველო
დავით არახამიას მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომში.
რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, “ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს.
მინდა, მას ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს