“არჩილ თალაკვაძე ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი გუნდის საპარლამენტო ცხოვრებაში”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგის დღეს გახდა ცნობილი.
მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
"ბატონმა არჩილმა თავად განმარტა, კონკრეტული არგუმენტებიდან გამომდინარე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე შემიძლია მხოლოდ, მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილს გაწეული საქმიანობისთვის. ის რჩება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი გუნდის საპარლამენტო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, წარმატებას ვუსურვებ ბატონ კახა კუჭავას", – აცხადებს ოხანაშვილი
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს