
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია.
“ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა. სინამდვილეში:
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა
NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა
2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი”,- აცხადებს თალაკვაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს