
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“საჭიროა ელჩებთან შეხვედრა და მათთან ერთად იმ არგუმენტების მეტად განხილვა, რაც სინამდვილეში არსებობს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით. მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება.
რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის, როგორმე ის გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმეს დანაშაულებს ჰქონდა ადგილი.
ყველამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. პრობლემა სწორედ ეს არის და არა მისი გათავისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:
არჩილ თალაკვაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს