არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს იმ მთავარ ნაბიჯებზე, რაც ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ გადადგა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არჩილ თალაკვაძე ყურადღებას გაამახვილებს, საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო და რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით გადანაწილდა. ამასთან წინა მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე შრომის კოდექსი დაამტკიცა. ცვლილებების პაკეტი, შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებსა და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს.
არჩილ თალაკვაძე 2021 წელს განსახორციელებელ საქმიანობის შესახებაც ისაუბრებს.
სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს