არჩილ ტყეშელაშვილი – სასამართლომ უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ ბრალდებულების ბრალეულობა სრულად გაიზიარა. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
“მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაო მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა პატიმრობა არ შეუფარდა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს