არესტოვიჩი – მზად ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, თუ ზელენსკი აღარ იყრის კენჭს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზადაა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუ მოქმედი პრეზიდენტი განმეორებით კენჭისყრას არ გადაწყვეტს.
“ჩემი რეიტინგი არის დღეს პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი. ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ გამოვყოფ და არასდროს ვუმუხთლებ ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. შეიძლება, მე სხვადასხვა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ მათ არ ვასაჯაროვებ. არასდროს გამომაქვს გარეთ დაპირისპირება.
ომის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულია, თუმცა ეს მინდა და ზელენსკი თუ მეორე ვადით იყრის კენჭს, მე ცხადია, მას არ გადავეღობები, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, მას პრეზიდენტობა სჭირდება, რათა დაეხმაროს ხალხს და “რამე კარგი გააკეთოს“.
თაგები:
ალექსეი არესტოვიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს