არესტოვიჩი – რუსებმა უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო შეტევა შესაძლოა, უკვე ამ კვირაში განახორციელონ


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო შეტევა შესაძლოა, უკვე ამ კვირაში განახორციელონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს უფლებადამცველთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თავდასხმა მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით და ირანული კამიკაძე-დრონებით.
“ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. დროის მიხედვით, გამოდის 12-15 იანვარს, ამ კვირის ბოლოს, თუმცა არა ოფიციალურად. ასე გამოდის იმ რითმების მიხედვით, რომლებშიც ისვრიან”, -განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, რუს ოკუპანტებს დაბომბვის გადადება შეუძლიათ.
თაგები:
ალექსეი არესტოვიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს