არმაზ ახვლედიანი - ამ პროცესს პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში ასევე უნდა იდგეს "ნაციონალური მოძრაობა"


ავტორი
Front News საქართველო
მე არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში უნდა იდგეს "ნაციონალური მოძრაობა". მისცენ ასპარეზი მათ, ვინც რუსთაველზე აპროტესტებენ და ვისაც აქვთ საზოგადოების მხრიდან საკმარისი ნდობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის გადარჩენის პროცესში მოთავეები უნდა იყვნენ ისინი, ვისი ავტორიტეტიც არ არის შელახული.
"4 ოქტომბერთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ პროცესი 4 ოქტომბრის იქნება თუ ერთი კვირის შემდეგ, იყოს რაციონალური, შედეგიანი და გათვლილი იმაზე, რომ მშვიდობიანად დემონტაჟდეს ეს რეჟიმი. ამის შესაძლებლობას მე ვხედავ მაშინ, თუკი პროექტის მოთავეები იქნებიან საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები. ჯერჯერობით ეს ასე არ არის, ვის ეწყინება, მე ეს არ მაინტერესებს. მე ვიქნები მაგ დროისთვის თბილისში, მაგრამ ვინ იქნება მომწოდებელი, იმის მიხედვით გადაწყდება ჩემი და ბევრი, უამრავი ადამიანის პოზიცია, თუ სად უნდა ვიდგეთ.
პოლიტიკოსები რომ ციხეში არიან, მათ სოლიდარობა ჩემი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არიან სხვები გარეთ. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ერთი თუ შევა ციხეში, მეორე აიღებს დროშას - ეს ძალიან ნორმალურია, მაგრამ ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა, ან აღარ ენდობა.
ამ პროცესს პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში ასევე უნდა იდგეს "ნაციონალური მოძრაობა", არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ეს არ არის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. როგორ აღიქვამთ მათ საზოგადოება, ეს მათ ჩემზე კარგად იციან და მოდით, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ კარგი ჩანაფიქრი ძალიან ცუდად დასრულდეს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მისცენ ასპარეზი იმას, ვინც რუსთაველზე აპროტესტებენ და აქვთ საზოგადოების მხრიდან საკმარისი ნდობა იმიტომ, რომ თუნდაც 4-ში ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყოს, თუკი არ იქნება მყარი გარანტიები, რომ მომდევნო ხელისუფლება არ გაღორდება, საზოგადოება არავის არ გაჰყვება", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს