არმაზ ახვლედიანი - საქმე გვაქვს ღრმა კრიზისში შესულ სისტემასთან, ახლა მიმდინარეობს კარის თამაშები

ავტორი
Front News საქართველო
კობახიძის პოზიციები სუსტდება, მას ჰქონდა სურვილი, რომ გაძლიერებულიყო და ჩაენაცვლებინა ივანიშვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ოპერაცია მისთვის წარუმატებლად სრულდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა "ქართულ ოცნებაში" კარის თამაშები მიმდინარეობს.
"საქმე გვაქვს ღრმა კრიზისში შესულ სისტემასთან, რომელიც ამასობაში ჩამოყალიბდა ავტორიტარულ მმართველობად. ახლა მიმდინარეობს კარის თამაშები, დაწინაურებული არაფორმალური მმართველი უშვებს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ადამიანებს ისე, რომ არაფერი გათვალისწინებული არ არის, გარდა საკუთარი ბიზნეს, პარტიულ ინტერესებისა. ამჯერად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვხედავთ, კობახიძის პოზიციები სუსტდება, მას ჰქონდა სურვილი, რომ გაძლიერებულიყო და ჩაენაცვლებინა ივანიშვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ოპერაცია მისთვის წარუმატებლად სრულდება.
კობახიძის სისუსტის მთავარი სიმპტომი ამისა მაშინ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი ალიევი ჩამოვიდა აქ. ეს არ იყო შემთხვევითი, ივანიშვილმა ყველას აჩვენა, ვინ არის აქ პატრონი", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მთავრობაში დღეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, გეკა გელაძე სუსის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, მამუკა მდინარაძე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი




