Logo

არმაზ ახვლედიანი - საზოგადოება უნდა შეეშველოს ამ უგუნური რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლას და ცვლილებას

პოლიტიკა
154
Frontnews image description

საზოგადოება უნდა შეეშველოს ამ უგუნური რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლას და ცვლილებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დროული და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

"საზოგადოება უნდა შეეშველოს ამ უგუნური რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლას და ცვლილებას, რაც უნდა მოხდეს საქართველოს პირობებში მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისით როდის იქნება ეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მალე მოხდება, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება გეოპოლიტიკური პოზიცია და ვითარება ჩვენთვის, საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლოდ მოეწყოს უახლოეს ხანებში.

ამიტომ, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, არა რა იქნება იქ, ან სხვაგან, თუნდაც ჩვენს პარტნიორებში, არამედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა, ჩვენი პასუხისმგებლობით, შევცვალოთ დროულად ეს ძირგამომპალი, კორუმპირებული, რუსული რეჟიმი", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები