არსებული ინფორმაციით, ნავთლუღის ქუჩაზე მე-15 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მე-15 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ის რუსეთის მოქალაქეა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





