არსებული ინფორმაციით, თბილისში ძმები კაკულიები დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
სამართალდამცველებმა თბილისში ძმები გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ორთაჭალაში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ქალაქისა და შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.
ძმებ კაკულიებს 3 დღის წინ ვაკეში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ედებათ ბრალი, რა დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა.
კაკულიების გვარი მრავალ სისხლიან გარჩევაში ფიგურირებს, მათ შორის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს