“აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა”


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ და ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას მართლმსაჯულებამ გირაოს გადახდა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან იცოდა, რომ პატიმრობა ემუქრებოდა.
„აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს მოვალეობა და საზოგადოების თვალწინ ნიკა მელია სრულიად გამჭვირვალედ დაკაავეს. ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს