აშშ-ის არმიამ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერის დაკავება დაადასტურა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი კიდევ ერთი ტანკერი Olina დააკავეს. ეს კარიბის ზღვაში მოხდა, - ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტანკერის დაკავება აშკარა სიგნალია, რომ "კრიმინალებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს“.
ამ კვირაში ამერიკელებმა რუსეთთან დაკავშირებული ორი ტანკერი უკვე დააკავეს, მათ შორის, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Marinera ისლანდიასა და ბრიტანეთის კუნძულებს შორის. ოპერაცია აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაატარა.
ასევე, იმავე დღეს, კარიბის ზღვაში დააკავეს ტანკერი Sophia, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია.





