აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკაში ორი ძებნილი პირის ექსტრადირება განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინისა და ჰასან აბდულ რაჰმანის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადირება განხორციელდა.
საელჩოს ცნობით, იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.
“2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2F378341614335778&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”800″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს