Logo

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

მსოფლიო
970
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. 

 

როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

 

“ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

 

რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

Advertisement