Logo

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

სამართალი
300
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, 733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა. აღნიშნული ლაბორატორიის გადაცემა, უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები