აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში 06:00 საათზე ჩამოფრინდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.
თაგები:
ლოიდ ოსტინი




