
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
განცხადების თანახმად, აშშ-ის არმიამ დანაკარგი იორდანიაში განიცადა.
"17 ივლისს, იორდანიაში საბრძოლო მოქმედებების დროს ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, როდესაც CENTCOM-მა და პარტნიორმა ძალებმა ირანის რაკეტებისა და დრონების თავდასხმები მოიგერიეს. გარდა ამისა, ერთი სამხედრო მოსამსახურე ამჟამად დაკარგულად ითვლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ისინი უკვე გაწერეს. სხვა სამხედრო მოსამსახურეები კი, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდნენ.
"გარდაცვლილთა ოჯახების პატივისცემის ნიშნად, ცენტრალური სარდლობა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის გარდაცვლილთა ვინაობას, არ გაავრცელებს მანამ, სანამ ნათესავებს არ შეატყობინებენ ამის შესახებ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს