აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 10 იანვარს სტრატეგიულ მოლაპარაკებებს გამართავენ.
მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნა იქნება მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და უკრაინაში ნატო რაკეტებს არ განათავსებს, თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.
პარალელურად, რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში საჯარისო ნაწილები სრულად არის მობილიზებული. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა