აშშ-მა დიდ ბრიტანეთთან დადებული ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა დიდ ბრიტანეთთან დადებული ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა, - ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
როგორც Financial Times აღნიშნავს, ვაშინგტონი ლონდონთან სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობით იმედგაცრუებულია.
შეთანხმება, რომელსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი სექტემბერში მოაწერეს, ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ბირთვული ენერგეტიკა.
თაგები:
ტექნოლოგიური შეთანხმება




