აშშ-მა ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ანტალ როგანს სანქციები უწესდება უნგრეთში კორუფციაში მისი ჩართულობის გამო.
“მან ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“მაგნიტსკის სიით” გათვალისწინებული სანქციები უწესდებათ მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაზე პასუხისმგებლებს.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს