Logo

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა
973
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს.

 

500 მილიონ დოლარამდე ღირებულების ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ის და HIMARS-ისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს; ნაღმტყორცნებს; სატანკო საბრძოლო მასალას; ასევე, 400 ყუმბარმტყორცნს, 61 მძიმე ტანკერს, 11 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას, 10 სატვირთოს და 10 მისაბმელს მძიმე ტექნიკის გადასაზიდად, სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.

 

გარდა ამისა, პენტაგონმა გამოაცხადა 2,1 მილიარდი დოლარის მნიშვნელოვანი პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, ნაღმტყორცნების სისტემებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement