აშშ პოლონეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექს Patriot-ს აგზავნის


ავტორი
Front News საქართველო
CNN-ის ინფორმაციით, აშშ პოლონეთს “პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის.
აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას და ნატოს მოკავშირეების დამშვიდებას.
“აშშ-ის თავდაცვის მდივნის მითითებით და ჩვენი პოლონელი მოკავშირეების მოწვევით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ვოლტერსმა დაავალა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიას „პატრიოტის“ ორი ბატარეის პოლონეთში გადატანა. ეს არის გონივრული თავდაცვითი ზომა, რომელიც ამყარებს წესდების მეხუთე მუხლისადმი ჩვენს ერთგულებას და არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს შეტევით ოპერაციებს. ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია აგრესიის შეკავებისა და ჩვენი მოკავშირეების დარწმუნებისკენ“, – განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ადამ მილერმა.
“პატრიოტი” საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემაა. ის შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების გასანადგურებლად.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა