აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი უკრაინაში მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, აშშ ხელახლა გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან, რომ „დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში, რაც შეიძლება მალე“.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე ოფიციალურად წარადგენს ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზეა, უკრაინაში აშშ-ის ელჩად.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ფარგლებში ჰაუბიცების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტორო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსეი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის შეხვდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს