აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. მასში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა, არტილერია და ჯავშანტექნიკა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი პაკეტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას გამოაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროს უკრაინის თავდაცვა რუსეთთან დასაპირისპირებლად.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ პაკეტის ღირებულება 375 მილიონი დოლარია. მისი თქმით, უკრაინა მიიღებს: დამატებითი საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის და საარტილერიო ჭურვებისთვის; ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს TOW; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; ჯავშანტექნიკას; მძიმე ტექნიკის გადასაზიდად სატვირთო და მისაბმელიან მანქანებს; სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას G7 სამიტის ფარგლებში დღეს შეხვდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


