Logo

აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემა HIMARS-ს გადასცემს

უკრაინა
1206
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს HIMARS-ის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას, რომლის შესახებაც აქტიური დისკუსიები გასული კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით  უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. მან აღნიშნა, რომ პაკეტში ასევე შედის სარაკეტო სისტემები, რადგან უკრაინა დაჰპირდა, რომ არ გამოიყენებდა მათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

ახლა თეთრმა სახლმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების  გაგზავნა და ასევე განმარტა, რომ საუბარია HIMARS-ზე და მათ საბრძოლო მასალაზე.

“აშშ დგას უკრაინელი პარტნიორების გვერდით და გააგრძელებს იარაღისა და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ლიდერობას უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად ისტორიული დახმარების გაწევაში”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

Advertisement