Logo

ასობით დრონი, ჯარისკაცი და საავტომობილო ტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსების დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
302
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1065220 (+980) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.08.25-მდე: ტანკები – 11098 (+5), ჯავშანტექნიკა – 23119 (+5), საარტილერიო სისტემები – 31406 (+26), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1464 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1205 (+1), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 50753 (+107), ფრთოსანი რაკეტები – 3556 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 58219 (+106), სპეციალური ტექნიკა – 3937 (+1).

Advertisement