ასპინძაში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს