აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა
სამართალი
431

ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში მამამთილმა ცეცხლსასროლი იარაღით რძალი მოკლა.
TV25-ის ინფორმაციით, მკვლელობა ქვედა სალიბაურში მოხდა.
40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





