Logo

ათასზე მეტი ოკუპანტი, თვითმფრინავი და ათობით სამხედრო ტექნიკა – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1501
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 162 560 (+1040) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 16.03.2023-მდე: ტანკები – 3 504 (+12), ჯავშანტექნიკა – 6 810 (+11), საარტილერიო სისტემები – 2 539 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 503 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 265 (+3), თვითმფრინავი – 305 (+1), ვერტმფრენები – 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 145 (+13), ფრთოსანი რაკეტები – 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5394 (+17), სპეციალური ტექნიკა – 257 (+0). 

 

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარებმა მტრის 75-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს მათ შორის, ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით.

Advertisement