Logo

“ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც ფაქტიურად გააძევეს, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე?”

საზოგადოება
400
Frontnews image description

ცუდის გაკეთება ძალიან ადვილია, სიკეთის კეთებაა ძალიან ძნელი, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
 
"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც ფაქტიურად გააგდეს, გააძევეს და მიზეზი? – ძალადობა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? ერზე არ ძალადობთ? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? როგორ, თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, ეს მოგწონთ? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები, გინდათ? ცუდის გაკეთება ძალიან ადვილია, სიკეთის კეთებაა ძალიან ძნელი", – განაცხადა მეუფე იაკობმა.

თაგები:

Advertisement